02:17 - 31 Jul, 2026
|
2018-12-11 18:21:50, 1418 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ხვალ ჯეიმს აპატურაი ეწვევა
თბილისს ხვალ ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან. ჯეიმს აპატურაი ასევე ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საჯარო ლექციას გამართავს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. „კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თბილისში ვიზიტი ადასტურებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებს მაღალ ინტენსივობას და ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყანას ნატო-ს დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)