|
2018-12-10 15:04:06, 1365 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - ოპონენტებისგან იყო მცდელობა, სესხების განულების ინიციატივისთვის ჩრდილი მიეყენებინათ, მაგრამ არ გამოუვიდათ
„ჩვენი ოპონენტებისგან იყო მცდელობა, რომ სესხების განულების ინიციატივისთვის ჩრდილი მიეყენებინათ, მაგრამ ბუნებრივია, ეს არ გამოუვიდათ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარების კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორედ სესხები განულების ინიციატივაა. „საქართველოში მკვიდრდება სამართლიანი თამაშის წესები და ამ წესების დამკვიდრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა. ჭარბვალიანობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენ გვაქვს გადასადგემლი ძალიან პრინციპული ნაბიჯები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი რომელსაც გადავდგამთ, არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი, დაახლოებით 600 000 ადამიანი შეძლებს, 2019 წელს შეძლებს შეხვდეს ვალების გარეშე და არ იყოს დარეგისტრირებული ე.წ. შავ სიაში. ჩვენი ოპონენტებისგან იყო მცდელობა ამ ინიციატივისთვის ჩრდილი მიეყენებინათ და ბუნებრივია, ეს მათ არ გამოუვიდათ. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ პრობლემების მოგვარებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ მოგვარების წესებზე და თარიღებზე“, - განაცხადა ბახტაძემ. შეგახსენებთ, დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პროკურატურას მიმართა და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა მოითხოვა. ვაშაძემ აღნიშნა, რომ სესხების განულების ინიციატივა ამომრჩევლის მოსყიდვას ისახავდა მიზნად, რაც სისხლის სამართლის კოდექსით იკრძალება. „ჩვენ მივმართავთ პროკურატურას და ვითხოვთ სისხლის სამართის კოდექსის 164-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის შესაბამისად, სადაც ასევე არის საარჩევნო მოსყიდვაზე საუბარი, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის, რომელმაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, როცა ამ მასობრივ მოსყიდვას აწარამოებდა პირდაპირ ეთერში და თბილისის მერის, კახა კალაძის მიმართ, რომელიც შტაბს ხელმძღვანელობდა და დანაშაული ჩაიდინა თავის განცხადებაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)