|
2018-12-07 17:25:28, 1542 ნახვა
პოლიტიკა
წერეთელი - პარადოქსია, რომ „ეუთო“ არ არის წარმოდგენილი იმ ქვეყნებში, სადაც მის მხარდაჭერას დიდი სარგებელი ექნებოდა
„პარადოქსია, რომ ეუთო არ არის წარმოდგენილი სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც მის მხარდაჭერას ყველაზე დიდი სარგებელი ექნებოდა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა და „ეუთო“-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა, მილანში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომაზე განაცხადა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლა ეხებოდა „ეუთო“-ს საპარლამენტო ასამბლეის გაძლიერებას, უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და რუსული აგრესიას, „ეუთო“-ს დახურული მისიები კავკასიაში. „პარადოქსია, რომ ეუთო არ არის წარმოდგენილი სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც მის მხარდაჭერას ყველაზე დიდი სარგებელი ექნებოდა, მაგალითად კავკასიაში. ვითარება არ გაუმჯობესებულა ამ რეგიონში; არ არსებობს რაიმე პროგრესი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა თუ მთიანი ყარაბაღის საკითხზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების პროცესში. სწორედ ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაუბრუნდეთ ამ საკითხს და გამონახოთ პოლიტიკური ნება, რომ ეუთოს მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს თავისი საქმიანობა იქ, სადაც ამის საჭიროება ყველაზე მაღალია“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)