01:19 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-07 16:54:50, 1783 ნახვა

პოლიტიკა
სერგეი ლავროვი - სალომე ზურაბიშვილს ვუსურვებთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი იყოს

რუსეთი მზადაა თბილისთან კონსტრუქციულად ითანამშრომლოს და ურთიერთობები განავითაროს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"ჩვენ ვუსურვებთ სალომე ზურაბიშვილს იყოს ყველა ქართველის პრეზიდენტი, აკეთოს ის რაც კარგი და სასარგებლო იქნება მთლიანად ერისთვის. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობას, ჩვენ გვინდა თბილისთან ვითარების ნორმალიზება და კარგი ურთიერთობა. ბოლო დროს მოსკოვმა და თბილისმა რიგი ნაბიჯები გადადგეს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ელოდება თუ არა ლავროვი ზურაბიშვილისგან სიგნალებს, ლავროვმა უპასუხა, რომ მედიამ ეს კითხვა ახლადარჩეულ პრეზიდენტს უნდა დაუსვას.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზურაბიშვილის პარტნიორი იყო რთულ მოლაპარაკებებში რომელიც საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანას ეხებოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics