|
2015-06-15 11:24:08, 421 ნახვა
საზოგადოება
მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სავარაუდოდ, დღეს აღუდგება
მოსახლეობას, რომელსაც დენი სტიქიის გამო გაეთიშა, ელექტროენერგიის მიწოდება, სავარაუდოდ, დღეს აღუდგება. ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს და არსებული პრობლემა შესაძლოა, დღის ბოლომდეც აღმოიფხვრას. „დასრულდა აღდგენითი სამუშაოები და დაიწყო უკვე მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის მიწოდება. არის ორი კორპუსი იმ ხეობის მიმდებარედ, სადაც პრობლემები იყო. ამ დროისთვის მხოლოდ ამ ორ კორპუსს არ მიეწოდება ელექტროენერგია და აღდგენითი სამუშაოები გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. „თელასში“ აცხადებენ, რომ რამდენიმე კორპუსში აღდგენითი სამუშაოების დაწყება წყლის არსებობის გამო ვერ ხერხდება. სტიქიის გამო უშუქოდ 25 ათასამდე აბონენტი იყო დარჩენილი, თუმცა უმეტესობას უკვე მიეწოდება ელექტროენერგია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)