|
2018-12-05 17:19:27, 1370 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნის ბრძანებას დღეს გამოსცემს
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კახა კახიშვილის ინფორმაციით, პრემიერის ადმინისტრაციაში ბრძანებულების პროექტიც მზადდება, რომელიც ინაუგურაციის ჩატარებისთვის საჭირო კომისიის წევრებს განსაზღვრავს. როგორც კახიშვილმა განმარტა, ბრძანება სავარაუდოდ, დღეს საღამოს გამოიცემა, რომელიც შეეხება კომისიის წევრებს. გარდა ამისა, მთავრობას აქვს კონსულტაცია რამდენიმე რეჟისორთან, რომელიც ღონისძიებაზე იმუშავებს, თუმცა კახიშვილის თქმით, კონკრეტულად რომელ რეჟისორს აირჩევენ ჯერჯერობით უცნობია. "16 დეკემბერს გაიმართება საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია. გუშინ მე დამევალა, რომ გავმართო კონსულტაცია ყველა შესაბამის უწყებასთან, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელეწიფება ამ საკიტხების ორგანიზება. ასევე მუშაოვდა პრემიერის ბრძანების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ინაუგურაციის ჩატარებისთვსი საჭირო კომისიის წევრებს. ეს კომისია იმუშავებს სცენარზე და სხვა ღონისძიებებზე. კონსულტაციები გვაქვს რეჟისორებთან. ბევრი სამინისტროც არის ჩართული", - განაცხადა კახა კახიშვილმა. მისივე თქმით, ინაუგურაციის ხარჯები დათვლილი ამ დროისთვის არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)