23:11 - 30 Jul, 2026
|
2018-11-30 14:36:13, 1073 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი ეუთო-ს 25-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
6-7 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მილანს ეწვევა, სადაც ეუთო-ს 25-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. საგარეო უწყების ინფორმაციით, პლენარული სესიის ფარგლებში დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვა. საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის ფარგლებში, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი სუამის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ასევე, გაიმართება სუამი-კანადის შეხვედრა. დავით ზალკალიანი ასევე შეხვდება ეუთო-ს გენერალურ მდივანს - ტომას გრემინგერს, ODIHR-ის დირექტორს - დინგიბიორგ გისლადოტირის და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს რუდოლფ მიხალკას, ჯიჰან სულთანოღლუს და ტოივო კლაარს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)