22:14 - 30 Jul, 2026
|
2018-11-29 19:57:33, 1098 ნახვა
პოლიტიკა
თურქეთის საგარეო უწყება - ვიმედოვნებთ, არჩევნების შედეგები საქართველოს მოსახლეობისთვის სასარგებლო იქნება
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და მას წარმატებულად აფასებს. „მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური წარმატებით ჩატარდა. ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შედეგები საქართველოს მოსახლეობისთვის სასარგებლო იქნება. გვჯერა, რომ არჩევნების შედეგები შემდგომში ხელს შეუწყობს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას თურქეთსა და საქართველოს შორის“, - თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. საარჩევნო უბნების 100%-ის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 59.52% მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)