00:35 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 19:15:20, 431 ნახვა

საზოგადოება
სტიქიით დაზარალებულთა დროებით საცხოვრებლებში განთავსების პროცესი გრძელდება

სტიქიით დაზარალებულთა დროებით საცხოვრებლებში განთავსების პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სტიქიის შედეგად დაზარალებულები თბილისში მდებარე სხვადასხვა სასტუმროში განთავსდნენ.
„სასტუმროებში „მერლინი“, „ხიბლი“, „ბახტრიონის 11ა“, „444“, აისბერგი“, „ტეხასი“ და „ლევილი“ 165-მდე ადამიანი განთავსდა.
260-ზე მეტ ადამიანს კი ვაკისა და საბურთალოს რაიონის გამგეობები პირველ ეტაპზე ქირით უზრუნველყოფენ. სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა და მათი განთავსების პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. 
სვანიძისა და წყნეთის ქუჩაზე სტიქიამ მოსახლეობა გუშინ ღამით დააზარალა. უსახლკაროდ 40-ზე მეტი ოჯახია დარჩენილი“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics