00:35 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 18:31:44, 465 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია: ცხოველების მოძრაობის რადიუსი გაიზარდა

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, მოსახლეობას მოუწოდებს, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, რადგან, მისივე თქმით, სტიქიის შედეგად, ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების მოძრაობის რადიუსი გაიზარდა.

„ძალიან მწვავე საფრთხე არ არის, თუმცა მოსახლეობა ფრთხილად უნდა იყოს, ვინაიდან ცხოველების მოძრაობის რადიუსი გაიზარდა. ვარკეთილის ტერიტორიაზე ორი დათვის ბელი იქნა აღმოჩენილი და ისინი შესაბამისამ სამსახურებმა უკან დააბრუნეს. ასევე კუს ტბისა და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე  ნაკვალევი არის აღმოჩენილი, რაც იმას უსვამს ხაზს რომ აქ ცხოველები გადაადგილდებიან“, – აღნიშნა  

კითხვაზე,   ხდებოდა თუ არა ვოლიერებში განთავსებული ცხოველების  ლიკვიდაცია, ნარმანიამ განაცხადა რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არა აქვს.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics