21:01 - 30 Jul, 2026
|
2018-11-28 21:35:02, 1187 ნახვა
პოლიტიკა
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 56.23% შეადგინა
ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 56.23% (1 975 845 ამომრჩეველი) შეადგინა. ანა მიქელაძის თქმით, ამ რაოდენობაში არ შედის საზღვარგარეთ გახსნილი უბნები. იმის გამო, რომ არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს ჩატარდა, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით, 24:00 საათამდე გრძელდება. რაც შეეხება დედაქალაქს, მიქელაძის ინფორმაციით, თბილისში 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 55,9% შეადგინა. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)