|
2018-11-27 12:26:19, 1378 ნახვა
პოლიტიკა
მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა
მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის მეორე მოადგილედ დაინიშნა. სოფო ხალვაში ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ წარადგინა. "მოგეხსენებათ მერიის სტრუქტურაში რეორგანიზაციის შედეგად გვაქვს ერთი ვიცე მერის და ორი მოადგილის პოზიცია. მერის მოადგილის ერთი პოზიცია იყო ვაკანტური. ქალბატონი ლელა ითავსებდა ჯანდაცვას, სოციალურ საკითხებს, განათლებას და კულტურას. დღეს მოხარული ვარ და წარმოგიდგენთ ამ პოსტზე სოფო ხალვაშს. ის წლების განმავლობაში მუშაობდა კულტურის სფეროში. არის შემოქმედებით და კრეატიული ადამიანი. სოფოს კულტურის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი კავშირები განსაკუთრებით საზღვარგარეთ იქნება სასიკეთო", - განაცხადა ბათუმის მერმა. ხალვაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის, "დილის ტალღის" წამყვანი იყო. ის ტელეეთერიდან დროებით მას შემდეგ მოხსნეს, რაც პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)