|
2018-11-27 12:13:35, 993 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღონ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოქალაქეებს მოუწოდებს არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. როგორც პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2012 წლის შემდეგ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში არჩევნები ტრადიციად იქცა, ამიტომ მისი თქმით, მეორე ტურიც სწორედ ასეთ გარემოში ჩაივლის. „ხვალ, ჩვენს ქვეყანაში ტარდება პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში ტრადიციად იქცა და ქართველი ხალხის ამ მონაპოვარს ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის დაიცავს. ხვალ, თითოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება გააკეთოს თავისუფალი არჩევანი; საკუთარი მოსაზრებისა და სინდისის კარნახით მისცეს ხმა მისთვის სასურველ კანდიდატს. თითეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული და ეს არის ჩვენი ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნება. მოგეხსენებათ, არჩევნების დღე, 28 ნოემბერი უქმე დღედ გამოვაცხადეთ. მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს გამოიჩინონ აქტიურობა, მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი ქვეყნის წინაშე. ყველა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სასურველი არჩევანი. ასევე ყველა დამსაქმებელს მივმართავ და მოვუწოდებ, რომ ყველა მოქალაქეს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა ბახტაძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)