00:35 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 16:20:22, 502 ნახვა

საზოგადოება
ზოოპარკის დირექტორი: გვაქვს ინფორმაცია, რომ ცხოველები ქალაქში არიან სადღაც გასულები

ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, დაკარგული ცხოველების ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე არ იციან.
თუმცა აქვთ ინფორმაცია,  რომ ისინი ქალაქში არიან. 
მისივე თქმით, გაქცეული ცხოველების ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.
„სიტუაცია ძალიან მძიმეა.  საკმაოდ დიდი რაოდენობის  ცხოველები  დაიღუპნენ.  საბენიეროდ ნაწილის გადარჩენა მოვარხერხეთ. დაღუპულია  ზოოპარკის სამი თანამშრომელი. მიდის გაწმენდითი სამუშაოები, ვეძებთ ცხოველებს, არ ვიცით ზუსტი რაოდენობა.  გვაქვს ინფორმაცია, რომ ქალაქში არიან სადღაც გასულები, ამიტომაც ვეძებთ ცხოველებს“,--განაცხადა გურიელიძემ.  
მისივე თქმით, ნაპოვნ ცხოველებს კვლავ  ზოოპარკში დააბრუნებენ.  
„რასაც იპოვიან აქ მოიყვანენ.  ჯერჯერობით ქალაქში არცერთი ცხოველი არ უპოვიათ აქვე ვიპოვეთ ადგილზე ერთი გარეული ღორი იყო გაქცეული, დავიჭირეთ და დავაბრუნეთ.  ნაწილი ცხოველებისა  გადავარჩინეთ.  ბეჰემოტი, რომელიც გმირთა მოედანზე იყო მივიყვანეთ უკან.  სამწუხაროდ ლომების,  ვეფხვების, მაიმუნების გადარჩენა ვერ მოხერხდა. მაიმუნებს  გამოსვლის შესაძლებლიბა არ ჰქონდათ, მათ ცურვა არ იციან და დაიხრჩვნენ“,-განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics