|
2018-11-26 21:59:29, 1173 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო ჩართული მხარეებისთვის საარჩევნო აკრედიტაციის მოწმობების გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებს შეახსენებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებლებს, აკრედიტებული მედიასაშუალებების, ასევე არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს არჩევნების მეორე ტურისთვის უფლებამოსილება მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე გაუგრძელდათ. შესაბამისად, დამკვირვებლებსა და მედიასაშუალებების აკრედიტებულ წარმომადგენლებს და მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს მათი უფლებამოსილების განხორციელებისას, შეუძლიათ გამოიყენონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საქართველოს პრეზიდენტის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის გაცემული შესაბამისი მოწმობები. აღნიშნული მოწმობები სამართლებრივად ძალაშია მიუხედავად მათი გაცემის თარიღისა და მითითებული ვადისა. შესაბამისად, საარჩევნო აკრედიტაციის მოწმობის წარდგენისას, ზემოაღნიშნული პირები დაუბრკოლებლად შეძლებენ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას. ამასთან, ელექტრონული პროგრამიდან, შესაბამისი ჩართული მხარეებისთვის, მათი სურვილის შემთხვევაში, ხელმისაწვდომია ახალი მოწმობებიც.
(NS)
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)