|
2018-11-23 15:31:00, 2917 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია - ჩოგბურთის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სპორტისთვის, არამედ ტურიზმისთვისაც
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ტურიზმის სფეროს განვითარებას, საქართველოს მოსახლეობის სპორტული აქტივობებით დაინტერესებასა და ზოგადად სპორტის მიმართულებით პროექტების განხორციელებას შეეხება. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ამ მიზნით, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას მზიურის საჩოგბურთო კორტები 2017 წლის 13 ივნისს ფედერაციასა და ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის დადებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 49 წლამდე გაეზარდა. მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიაზე მისულ სტუმრებს მიესალმნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი. მემორანდუმს ხელი მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა, ფედერაციის გამგეობის წევრმა ალექსანდრე მეტრეველმა მოაწერეს. ხელმოწერის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ჩოგბურთის განვითარებას ქვეყანაში დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისთვის, არამედ ტურიზმისთვისაც. მისი თქმით, ჩოგბურთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია. ამდენად, ჩოგბურთის ტურნირები და ჩემპიონატები დიდ ინტერესს ტურისტებში იწვევს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ჩოგბურთის განვითარება რეგიონებშიც გაგრძელდება. მზიურის საჩოგბურთო კორტები 2015 წელს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში აშენდა. კომპლექსი აერთიანებს 7 ღია და 4 დახურულ კორტს, ხოლო ტრიბუნა გათვლილია 800-მდე მაყურებელზე.
(NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)