22:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 07:33:05, 533 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, დედაქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზოოპარკიდან ცხოველები არიან გამოპარულები და მოსახლეობას მოუწოდა, დედაქალაქში გადაადგლებისგან თავი შეიკავონ.

როგორც მან ჟურნალისტებს საგანგებო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, სტიქიის შედეგად ზარალი ძაიან დიდია, თუმცა, რა რაოდენობის არის ის, ამაზე კონკრეტულად ვერ საუბრობს.

პრემიერის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დღესვე დაიწყება და ყველა ოჯახს შესაბამის დახმარებას გაუწევენ.

„ზარალი, რომელიც სტიქიის შედეგად დედაქალაქს მადგა დიდია და დიდ დროს მოითხოვს, რათა აღდგენითი სამუშაოები ჩატარდეს. ზოოპარკიდან ცხოველებია გასული და მოსახლეობას მოვუწოდებ სახლებიდან გამოსვლისგან თავი შეიკავონ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics