|
2018-11-16 16:41:09, 773 ნახვა
რეგიონი
დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა. 150-მდე წარმომადგენელს მიმდინარე პროექტების შეფასება და სიახლეები პირადად მინისტრმა გააცნო. მან ყურადღება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ ჰოსპიტალურ კონცეფციაზე გაამახვილა, რაც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ეტალონური კლინიკის სახელმწიფო მართვაში გადასვლასა და სახელმწიფოს ინვესტიციით მათ ჰოსპიტალურ განვითარებას გულისხმობს. დავით სერგეენკომ მოხსენებისას საყოველთაო ჯანდაცვის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებიც გამოჰყო. ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე სხვადასხვა აქტუალური საკითხის განხილვის შემდეგ კი, აუდიტორიის მოსაზრებებს გაეცნო და დამსწრეთა მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრის ფარგლებში, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ღვაწლმოსილ ექიმ-პედიატრს, ლამარა კალანდარიშვილს მედიცინის დარგში ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობისთვის დამსახურებული მოღვაწის წოდება გადასცა. ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)