13:53 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-16 14:27:01, 1802 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: ყველა, ვინც ბილბორდზე ჩანს, თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს ხვალინდელ დღეზე

პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ახალ ბილბორდებს ეხმაურება. 

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, იმაში არაფერია განსაკუთრებული, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის ბანერებზე პარტია "ქართული ოცნების" ლიდერები არიან გამოსახული. 

"საზოგადოებამ უნდა იცოდეს ერთი რამ - სალომე ზურაბიშვილი თავისი საკონსტიტუციო უფლებებით მხარდაჭერილია მმართველი გუნდის მიერ და ყველა ადამიანი, ვინც ბილბორდზე ჩანს, თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს ხვალინდელ დღეზე და მომავალზე პრეზიდენტის ინსტიტუტთან ერთად. ეს არის ამ ბილბორდების მთავარი მესიჯი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს. ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ ყველა, ვინც ბილბორდზე ჩანს, დანარჩენი გუნდი, მათ უკან ვინც დგას, ყველა იზიარებს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად", - განაცხადა 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics