|
2015-01-21 11:52:02, 2008 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-საქართველოს კომისიის 28+1 ფორმატში, თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის განხილვა გაიმართა
ნატოს შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის (28+1) ფორმატში, თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის (PARP) შედეგად აღებული ვალდებულებების შეფასების განხილვა გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა თავდაცვის უწყებაში სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული პროგრესისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. 28+1-ის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები ნატოს წევრი ქვეყნების მიერ დადებითად შეფასდა. წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს წვლილი ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში და გამოხატეს მზადყოფნა, დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს ნატოს უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა. მხარეებმა ნატოს უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)