11:18 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-16 10:37:41, 2598 ნახვა

მსოფლიო
შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

შვედეთის ქალაქ კალიქსში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი ოპოვეს. 

ახალგაზრდა მამაკაცის დანაწევრებული სხეულის ნაწილები ადგილობრივებმა მდინარის ნაპირზე აღმოაჩინეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი პირი, სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქე დააკავეს. 

ეჭვმიტანილი ჩადენილ დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. როგორც ის აცხადებს, მკვლელობა მან თავდაცვის მიზნით ჩაიინა. აღსანიშნავია, რომ ის ვერ ხსნის იმ გარემოებას, თუ რატომ არის მამაკაცის სხეული დანაწევრებული. გარდაცვლილის ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება. 

შვედეთის პროკურატურამ მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოკლული საქართველოს მოქალაქის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სთხოვა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" შვედეთში საქართველოს საკონსულოში განუცხადეს, საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics