21:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 15:44:11, 2364 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია GDRP-ის ფარგლებში 32-ე ბატალიონის დასკვნით საველე წვრთნას დაესწრო

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში დასკვნით საველე სწავლება ჩაატარა.

საველე წვრთნებს ნორიოს საწვრთნელი ცენტრის მიდმებარე ტერიტორიაზე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი დაესწრნენ. 

32-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნები სამ ლოკაციაზე განახორციელა. ორი მათგანი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მონაკვეთის პირობითი მოწინააღმდეგისგან გათავისუფლებას გულისხმობდა. III ქვეითი ბრიგადის ბატალიონის სამხედროებმა ოპერაციის რაიონში ტაქტიკური მართვის ცენტრი მოაწყვეს და  თავდაცვითი და თავდასხმითი ოპერაციები შეასრულეს. ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის მიერ გამაგრებული ობიექტები დაიკავა და თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნებაზე გადავიდა. სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ქართულ ქვედანაყოფს  ამერიკის შეერთებული შტატების არმიის “COBRA” ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა გაუწიეს მხარდაჭერა.
საველე სწავლების დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრი სამხედრო მოსამსახურეებს პირადად გაესაუბრება და ხაზი ქართული ჯარისთვის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მნიშვნელობას  გაუსვა.   მან სწავლებაში მონაწილე სამხედროებს საველე წვრთნების წარმატებით დასრულება მიულოცა, ამერიკელ პარტნიორებს კი, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სამხედროებთან საუბრისას მინისტრმა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) მონაწილე ბატალიონების სამხედრო მოსამსახურეებს  ხელფასები ეტაპობრივად წოდების შესაბამისად ეზრდებათ.

32-ე ქვეითი ბატალიონი მეორე ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაშია ჩართული და მომზადების  მეოთხე, დასკვნით ფაზაზე იმყოფება. შემაჯამებელ საველე წვრთნებს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) ამერიკელ კოლეგებთან ერთად ატარებს. ინსტრუქტორების შეფასებით 32-ე ბატალიონმა დაკისრებული ამოცანა წარმატებით შეასრულა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics