|
2018-11-14 15:10:10, 1448 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტი აფგან მუხთარლის საქმის გამოუძიებლობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
„ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამოუძიებლობის გამო", - ამის შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც კენჭს დღეს უყრიან. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, აღნიშნულმა შემთხვევამ ბევრი ნაკლოვანება გამოავლინა, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის თვალსაზრისით და აგრეთვე, პოლიტიკური ჩარევის კუთხითაც. ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ხსენებული საქმის გამოძიების დასკვნა დროულად გამოაქვეყნოს. დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი საქართველოს მოუწოდებს, მის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანის უფლებადამცველებისთვის უსაფრთხო გარემო შექმნას და უზრუნველყოს, რომ ანალოგიური შემთხვევები აღარ განმეორდეს. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან გასული წლის 29 მაისს გაიტაცეს. მოგვიანებით ის აზერბაიჯანის საზღვარზე "დააკავეს". მას ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა. ამასთან, გამოძიების ცნობით, მას ჯიბეში არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს. აფგან მუხთარლის 12 იანვარს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლის საქმეზე საქართველოს შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)