20:24 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 15:01:22, 3436 ნახვა

სამართალი
ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი: მაღალი დონის ელიტური კორუფცია საქართველოში სერიოზულ პრობლემად რჩება

„ევროკავშირი აღიარებს საქართველოს მიღწევებს დაბალი და საშუალო დონის კორუფციასთან ბრძოლაში, რამაც კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გააუმჯობესა", - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი „ასოცირების ხელშეკრულების" შესრულების შესახებ, რომელსაც ევროპარლამენტი კენჭს დღეს უყრის.

თუმცა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მაღალი დონის ელიტური კორუფცია საქართველოში სერიოზულ პრობლემად რჩება.  

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ანტიკორუფციული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა მიიღოს და უზრუნველყოს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ანტიკორუფციული სააგენტო დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი უწყება უნდა იყოს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში არ იქნება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გამიჯვნა. აგრეთვე ანიშნულია, რომ კორუფციასთან ბრძოლას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოძიებების პრაქტიკა სჭირდება, რაც ქვეყანას ჯერ არ აქვს.

ანგარიშში საუბარია სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საკითხზეც და ხაზგასმულია, რომ ასეთი დანაშაულების გამოსაძიებლად სრულიად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნაა აუცილებელი. აქვე დოკუმენტში მითითებულია რომ ეს მექანიზმი პროკურატურისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს.

გარდა ამისა, მომზადებულ პროექტში საუბარი საქართველოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებსაც შეეხო. კერძოდ, „ევროკავშირი უკიდურესად შეწუხებულია იმ წნეხის გამო, რომელსაც თურქეთი საქართველოში მცხოვრებ მის მოქალაქეებზე ახორციელებს, ასევე საგანამანთლებლო დაწესებულებებზე, როგორიცაა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტზე წნეხი სავარაუდოდ გიულენის მოძრაობასთან კავშირის გამო ხორციელდება. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს შემთხვევა კარგად შეისწავლოს. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics