|
2018-11-13 11:24:52, 1396 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ჩვენ სრულად უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას ჰააგაში
„საქართველო სრულად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას ამ პროცესში - ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და თითოეული შესაბამისი ორგანო არის ჩართული ამ საქმეში",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ჰააგის სასამართლოში, საქართველო-რუსეთის დავასთან დაკავშირებით განუცხადა. კობახიძის განცხადებით, ყველა შესაბამისი ორგანო არის ჩართული ამ საქმეში „ჩვენ გვქონდა კონსულტაციები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საქართველო სრულად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას ამ პროცესში. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და თითოეული შესაბამისი ორგანო არის ჩართული ამ საქმეში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება საკითხთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ, პარლამენტში საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრების დაბარებას, პარლამენტის თავმჯდომარე ამის საჭიროებას ვერ ხედავს. „თუ ამ ინიციატივის საფუძველი არის ის სპეკულაციები, რომელიც არის დაგეგმილი რუსი პიარტექნოლოგების მიერ, ბუნებრივია, ამ საჭიროებას ვერ ვხედავ. არ შეიძლება სპეკულაციები ისეთ თემაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს საერთო ეროვნულ ინტერესებს. სამწუხაროდ, ოპოზიცია ამითაც გამოირჩევა ამ წინასაარჩევნო პროცესში, ისევე, როგორც ზოგადად, რომ ის სპეკულირებს ისეთ თემებზეც კი, რომელიც არის დაკავშირებული ჩვენს საერთო ეროვნულ ინტერესებთან",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)