15:36 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 11:12:17, 1234 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: შემაშფოთებელია ის აგრესია, რომელსაც საარჩევნო აგიტაციის პროცესში ვხედავთ

„ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის სულისკვეთებას - ნამდვილად შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელია ის აგრესია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საარჩევნო აგიტაციის პროცესში“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას საარჩევნო გარემოს შესახებ.

კობახიძის თქმით, მხოლოდ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი არ გამოირჩევა სიძულვილის ენით.

„ერთადერთი საარჩევნო კანდიდატი, რომელიც არ გამოირჩეოდა ამ კამპანიის მსვლელობისას სიძულვილით, აგრესიის ენით, იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. დანარჩენი, თქვენ ხედავდით, რომ აბსოლუტურად გამსჭვალული იყო ეს წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია სიძულვილის ენით, ბილწსიტყვაობითაც კი, რაც არის სრულიად აღმაშფოთებელი და შემაშფოთებელი“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics