|
2015-01-21 11:32:10, 1221 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია იური ვაზაგაშვილის დაღუპვის გამო, მწუხარებას გამოთქვამს
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, ღრმა მწუხარება გამოთქვა და დედაქალაქის მთავრობისა და მერიის სახელით, მის ოჯახს მიუსამძიმრა. "თბილისის მთავრობის და მერიის სახელით, ღრმა მწუხარება მინდა გამოვთქვა გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რაც იური ვაზაგაშვილს გადახდა თავს.ეს არის ძალიან შემზარავი ფაქტი. მინდა, სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს, მის ახლობელს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკივა",-განაცხადა დავით ნარმანიამ. შეგახსენებთ, გუშინ იური ვაზაგაშვილი მისი შვილის საფლავზე, არსებული ინფორმაციით, აფეთქდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარს უკვე რამდენიმე საათია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)