|
2018-11-09 20:25:38, 1868 ნახვა
სამართალი
პროკურატურა მერაბ მორჩაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოწმეზე ზემოქმედების განხორციელებისთვის ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. გამოძიებით და სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მ.მ.-მ ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველ მოწმეზე მ.კ.-ზე გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაციის შეცვლის მიზნით განახორციელა ზემოქმედება. მ.მ.-მ დაიყოლია მ.კ., სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია შეეცვალა და უთხრა, რომ თუკი მკვლელობაში ბრალდებულებს გ.ჯ.-ს და გ.ბ-ს დანაშაულში არ ამხელდა, ეს მისთვის კარგი იქნებოდა, რადგან სახელს და მეგობრებს შეინარჩუნებდა. მ.მ.-მ უთხრა მ.კ.-ს, რომ მას არაფრის არ უნდა შეშინებოდა, რადგან თუ ჩვენების შეცვლისთვის დააკავებდნენ, იგი მედიისა და საზოგადოების ფართო და გავლენიანი პირების მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. მ.მ. ასევე დაჰპირდა მ.კ.-ს, რომ დახმარებას გაუწევდა პატიმრობაში მყოფ მამამისს და მას ადვოკატის მომსახურებით უზრუნველყოფდა. სამართალდამცავებმა მ.მ. ქ. თბილისში 2018 წლის 8 ივნისს დააკავეს. იმის გათვალისწინებით, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ამავე დროს იგი არ ყოფილა წარსულში ნასამართლევი, მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)