|
2018-11-07 12:18:15, 568 ნახვა
რეგიონი
ადიგენის მუნიციპალიტეტის უფროსკლასელებისთვის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შემეცნებითი ტური გაიმართა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შემეცნებითი ტურის ფარგლებში, კომპანიას ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლების უფროსკლასელები ესტუმრნენ. მოსწავლეებმა მოინახულეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში მდებარე ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, ჩაუტარდათ ლექცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლსა და მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ეროვნული სადისპეტჩეროს შემდეგ, უფროსკლასელები ნავთლუღის ქვესადგურსა და სსე-ს სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ, სადაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში. ტურის ფარგლებში, მათ ასევე დაათვალიერეს ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი), მოისმინეს ჰესის ისტორია და გაეცნენ ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესს. „ძალიან კმაყოფილები ვართ. ვიმედოვნებ, რომ ეს ტური ჩვენს მოსწავლეებს პროფესიის სწორად განსაზღვრაში დაეხმარება, რადგან ენერგეტიკის განვითარება შეუქცევადი პროცესი და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღეა,“ - აღნიშნა ადიგენის საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი ქომეთიანმა. ახალი თაობის დაინტერესება ენერგეტიკის სფეროთი სსე-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აღნიშნულ პროექტს სამი წელია ახორციელებს და მომავალშიც განაგრძობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)