|
2015-06-12 12:14:04, 767 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების მორიგ აქტს მოაწერა ხელი. როგორც შეწყალების კომისიის თავჯდომარე ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი მარგველაშვილმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა. აქედან 14 ქალბატონი და 1 არასრულწლოვანია. ქორიძის ინფორმაციით, 226 მსჯავრდებულიდან საპატიმროს 180 მსჯავრდებული დღეს დატოვებს, მათ შორის 10 ქალბატონი და 1 არასრულწლოვანია. დანარჩენ 46 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდა, აქედან 4 ქალბატონია. ზვიად ქორიძის განმარტებით, შეწყალების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა დღეს მიიღო და შეწყალების საკითხთა კომისიის რეკომენდაციას დაეყრდნო. მისივე თქმით, შეწყალების საკითხთა კომისიამ ინფორმაციის სახით, ჯამში, 1329 პირის საქმე განიხილა. შეწყალებულთა შორის, ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები ჭარბობენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)