10:07 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-01 13:52:12, 2928 ნახვა

მსოფლიო
ფილარეტი: ვიმედოვნებთ, რომ ქართული ეკლესია მხარს დაუჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას

უკრაინის პატრიარქი ფილარეტი იმედოვნებს, რომ ქართული ეკლესია უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ ფილარეტმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.

პატრიარქმა ფილარეტმა ინტერვიუში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შეახსენა, რომ ისიც მსგავს ვითარებაში იმყოფებოდა, როდესაც რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლის შემდეგ ავტოკეფალია დაკარგა.

"გვსურს შევახსენოთ მათ, რომ იყო დრო, როცა რუსეთის სახელმწიფომ მოსპო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და თბილისში დანიშნა რუსი ეგზარქოსი. ამდენად, საქართველოს ეკლესიას უნდა ახსოვდეს ისტორია. ასეთივე ისტორიას გადის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. რა გვსურს საქართველოს ეკლესიისაგან? გვსურს, რომ როცა უკრაინის ეკლესია მიიღებს ავტოკეფალიის ტომოსს, საქართველოს ეკლესია შევიდეს ლოცვის ერთობაში უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. და ჩვენ გვაქვს ამის იმედი, რადგან ქართველი ხალხი ისევე უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს, როგორც უკრაინელი ხალხი ქართველ ხალხს. ამის საფუძველზე ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეკლესია მხარს დაუჭერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას. შეიძლება გარკვეული ხნით ნეიტრალური იყოს, გარკვეული ხნით. თუმცა შეიძლება მაშინვე დაუჭიროს მხარი. მაგრამ საბოლოოდ მხარს დაუჭერს უკრაინის ეკლესიას", - განაცხადა ფილარეტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics