|
2018-10-29 16:28:49, 1131 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი მეორე ტურში მხარს არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს
„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, არჩევნების მეორე ტურში მხარს არც ერთს კანდიდატს არ დაუჭერს. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ საზოგადოების გამაერთიანებლის პოტენციალს ვერც ერთ მათგანში ვერ ხედავს. „სამწუხაროდ, არც ვაშაძე-სააკაშვილი და არც ზურაბიშვილი-ივანიშვილი-ფარცხალაძე არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ რომელიმე მათგანს მე პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვუცხადო მეორე ტურში. ვერც ერთში ვერ ვხედავ საზოგადოების გამაერთიანებლის პოტენციალს და გუნდს მათ გუნდებში, რომელსაც საქართველოს მომავალს ვანდობ“, – აღნიშნა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში კონსულტაციებს გამართავს, რომ მომავალში ქვეყანამ კოალიციური ხელისუფლება და მრავალპარტიული პარლამენტი მიიღოს. „მივმართავ ოპოზიციონერ კოლეგებს, ნუ დამიწესებენ ოპოზიციური საქმიანობის სტანდარტებს. ერთმმართველი „ოცნება“ არ უნდა ჩაანაცვლოს ერთმმართველმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საითაც პროცესი მიექანება, თუ კონკრეტული ზომები არ იქნა მიღებული. უახლოეს მომავალში მექნება კონსულტაციები ბევრ ადამიანთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათთან, ვინც დღემდე ვერ მოახერხა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა. დღეს უკვე არანაირი არგუმენტი არ მიიღება. ქვეყანა კრიზისულ ზღვარს უახლოვდება. ჩვენ უნდა მივიღოთ კოალიციური ხელისუფლება და მრავალპარტიული პარლამენტი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)