|
2018-10-28 20:22:07, 1204 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ მაინც დაველოდები ცესკო-ს შედეგებს
„ქართული ოცნების“ ეგზიტპოლის შედეგები არის დამაჯერებელი გამარჯვების წინაპირობა, მაგრამ დაველოდოთ ცესკო-ს პირველად მონაცემებს, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დმოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა. „მადლობა ყველას, მე მინდა ამომრჩევლებს დიდი მადლობა გადავუხადო. ეს არის დამაჯერებელი გამარჯვების წინაპირობა, თუმცა ჯერ არ არის ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შეჯერებული შედეგები. ამიტომ დაველოდოთ ღამეს, როცა იქნება ცესკო-ს პირველი მონაცემები. მე მიყვარს სიფრთხილე. ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ ფრთხილად ბედნიერი. ამომრჩევლების შედეგი იქნება ჩემთვის მისაღები და სანდო”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. რაც შეეხება „ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლს, სადაც არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მონაცემები მეორე ტურისთვის ჯერ არ არის. „ჯერ არ არის მონაცემები მეორე ტურის, ამიტომ ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ მაინც დაველოდები ცესკო-ს შედეგებს”, – დასძინა ზურაბიშვილმა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)