|
2018-10-28 09:25:38, 984 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ენმ-ის წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე კამერების დამონტაჟებას ცდილობდნენ
„დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობდნენ უბანში შესვლას ვიდეოკამერების დამონტაჟების მიზნით“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამასთან მამუკა მდინარაძემ დამკვირვებლებს მოუწოდა, რომ სათანადოდ ასახონ დარღვევები თავიანთ ანგარიშებში. „როგორც მოგეხსენებათ, ზუსტად 8 საათზე დაიწყო ხმის მიცემის პროცესი. გაიხსნა საარჩევნო უბნები. პროცესი წარიმართება მშვიდ გარემოში. არ დაფიქსირებულა რაიმე არსებითი ხარვეზი უბნების გახსნისა და ხმის მიცემის პროცესში. საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კომისიის წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ და სხვა ოპოზიციური პარტიებიდან არ მონაწილეობენ სამწუხაროდ ფუნქციების გამანაწილებელ წილისყრაში, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს. გუშინ, გვიან ღამით დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობდნენ უბანში შესვლას ვიდეოკამერების დამონტაჟების მიზნით, რაც ასევე ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას. რუსთავის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ტარდება ეგზიტპოლი როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი კვლევითი ორგანიზაციების მიერ. აღნიშნულ უბანზე ნაციონალური მოძრაობის კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელს უშლიან ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ეგზიტპოლის ჩატარებაში. კანონმდებლობის უხეში დარღვევა დაფიქსირდა ასევე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, როდესაც პარტიულმა ტელევიზიამ უგულებელყო არჩევნების დღეს აგიტაციის აკრძალვის პრინციპი და გუშინდელი ღამე ანუ დღევანდელი დღე უკვე 12 საათიდან დაუთმო ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ანტირეკლამას, ცილისწამებას და შეურაცხყოფას. მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, სათანადოდ ასახონ აღნიშნული დარღვევები თავიანთ ანგარიშებში. მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, მიიღოს ყველა ზომა საარჩევნო პროცედურების დასაცავად. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღონ ყველა ზომა შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და ინციდენტების პრევენციისათვის. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარებაზე. ასევე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩევნებს, არ დაუშვან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და პროვოკაციები. დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მაღალი სტანდარტით უზრუნველვყოფთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. და ბოლოს, მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ“, - განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)