17:26 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 13:33:42, 2375 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურსა" და სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიისა და ოკეანოგრაფიის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის ამ სფეროში გაფორმებული უკვე მეორე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტი ქვეყნებს შორის საზღვაო კარტოგრაფიისა და ბათიმეტრიული  კვლევების ერთობლივ წარმოებას, სამხრეთ კორეის მხრიდან საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომელთა  ტექნიკურ მხარდაჭერას,  პერსონალის ურთიერთგაცვლას,  სასწავლო ტრენინგების უზრუნველყოფას  და სამუშაო პრაქტიკის გაზიარებას ითვალისწინებს.

მხარეების მიერ მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალი სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიისა და  ოკეანოგრაფიის სააგენტოს ცენტრალურ ოფისში, ქალაქ ბუსანში შედგა, ღონისძიება აქტიურად შუქდება კორეის მედიის საშუალებებით.

მიმდინარე წლის მაისში საქართველოსა და სამხრეთ კორეის საზღვაო საქმეთა და უსაფრთხოების  ბიუროს შორის უკვე გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ქვეყნებს შორის სანავიგაციო დამხმარე საშუალებების კუთხით პრაქტიკის  გაზიარებას  და ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით მხარეები უკვე აქტიურად თანამშრომლობენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics