17:26 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-23 16:53:07, 2001 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულია: „ექსონმობილი“ საქართველოში ნავთობის პოტენციალით დაინტერესდა

„საქართველოს სახმელეთო და საზღვაო ტერიტორიებზე ნავთობის პოტენციალის შესწავლასთან დაკავშირებით, „ექსონმობილი“ იღებს 200 დღეს, რომ პირველი შედეგები მოგვაწოდოს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  გიორგი ქობულიამ უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიის, „ექსონმობილის"  წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც კომპანიასა და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს შორის  საქართველოს ტერიტორიაზე გეოლოგიური და გეოფიზიკური მასალების შესწავლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

„მარტო ის ფაქტი, რომ ისეთი დიდი კომპანია, მსოფლიო ლიდერი, როგორიც „ექსონმობილია," დაინტერესდა საქართველოში ნავთობის პოტენციალით, უკვე ძალიან ბევრზე მეტყველებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა,  გაზისა და ნავთობის რესურსები ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გამოვიყენოთ", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

„ექსონმობილთან" გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია დასავლეთ საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალის შეფასებას განახორციელებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სააგენტოს მიერ გადაცემული გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების  შესწავლის დასრულების შედეგად „ექსონმობილი" მოამზადებს ანგარიშს და ინტეგრირებულ მონაცემთა ბაზას, რომლებსაც  სახელმწიფოს გადასცემს. ეს ანგარიში გამოყენებული იქნება შემდგომი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, რომლის მიზანიც ნავთობისა და გაზის დაგროვებების ახალ აღმოჩენაა.  „ექსონმობილი" ასევე განახორციელებს სააგენტოს  თანამშრომლების გადამზადებას მონაცემთა ბაზით სარგებლობასა და სტრატიგრაფიულ ანალიზში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics