|
2018-10-23 14:55:01, 4102 ნახვა
მსოფლიო
თურქი პოლიტიკოსი: ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის ცხედრის ნაწილები ჭაში იპოვეს
თურქეთის ოპოზიციური პარტია „ვატანის“ ლიდერის დოგუ პერინჩეკის ინფორმაციით, საუდელი ჟურნალისტის ჯამა ხაშოგის სხეულის ნაწილები სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს ეზოში არსებულ ჭაში იპოვეს, - ამის შესახებ Haberler იუწყება. როგორც ოპოზიციონერმა განმარტა, ჭაში ხაშოგის ცხედრის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. მანვე დასძინა, რომ შესაბამის განცხადებას ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიფ ერდოღანიც გააკეთებს. მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთმა წინასწარ დაგეგმა. შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, მას შემდეგ, რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. ჟურნალისტის ცოლი ამბობს, რომ ის ქმარს საკონსულოსთან ელოდა, თუმცა ის შენობიდან აღარ გამოსულა. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ხაშოგი საკონსულო წარმომადგენლებთან ჩხუბის დროს დაიღუპა. აღნიშნული ბრალდებით თურქეთში 18 პირი დააკავეს. ხაშოგი წარმოშობით საუდის არაბეთიდანაა. ჟურნალისტი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)