|
2018-10-23 11:41:47, 1876 ნახვა
ეკონომიკა
„ელიტ ელექტრონიქსი“ გაფრთხილებთ!
„ელიტ ელექტრონიქსი“, როგორც სამსუნგის ოფიციალური რითეილ პარტნიორი, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით ავრცელებს ინფორმაციას სამსუნგის ბრენდის მიერ შემუშავებული ახალი ჰოლოგრამის თაობაზე, რათა არ შევიდეს მომხმარებელი შეცდომაში და ჰქონდეთ სრული ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება გავარჩიოთ არაორიგინალი პროდუქცია ორიგინალისგან და რა დამატებითი ბენეფიტებით შეუძლიათ ისარგებლონ. სამსუნგი სმარტფონებისთვის იყენებს ოფიციალურ ჰოლოგრამას, იმისიათვის რომ განასხვავოს მისი ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალური ანალოგებისგან. განახლებული ჰოლოგრამის დიზაინი კიდევ უფრო მეტად ადაპტირდა საქართველოს ბაზრისთვის - მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუკის კონტურია დატანილი. სამსუნგის განახლებული ჰოლგორამა დატანილი იქნება ყველა ოფიციალური სმარტფონის ყუთის წინა ფასადზე. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამიანი სმარტფონები ადაპტირებულია საქართველოს ბაზრისთვის, შემოწმებულია და სრულად თავსებადია ქართულ ბაზარზე არსებულ მობილური ოპერატორების ქსელებთან. სმარტფონში არსებული პროგრამები და აპლიკაციები მორგებულია ადგილობრივ ბაზარს და აქვს ორიგინალი დამტენი მოწყობილობა, რომელიც ადაპტირებულია ადგილობრივ ელ-ქსელზე. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამიან სმარტფონს გააჩნია სამსუნგის ოფიციალური გარანტია და ავტორიზირებული სერვის ცენტრის მომსახურება. საჭიროების შემთხვევაში ავტორიზირებულ სერვის ცენტრში მიმართვისას მომხმარებელი სრულად არის დაცული მეორადი და არაორიგინალი ნაწილების გამოყენებისგან. ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელებში შეძენილი სამსუნგის სმარტფონი ოფიციალური ჰოლოგრამით დასტურია, რომ თქვენ გარანტირებულად ყიდულობთ ახალ და ორიგინალ პროდუქტს. ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას მომხმარებელი მიიღებს განსაკუთრებულ საჩუქრებს, ფასდაკლებებს და ისარგებლებს აქციებით როგორიცაა მაგალითად Trade-In და „უსაზღვრო ეკრანის გარანტია“.
(NS)
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)