|
2018-10-22 16:43:02, 2216 ნახვა
ეკონომიკა
სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. მან ელჩებთან წინასაარჩევნო კამპანიაზე ისაუბრა, რომელიც არ შეესაბამებოდა ევროპული ტიპის კამპანიის სტანდარტებს. „არჩევნებამდე დარჩა ერთი კვირა და საჭირო იყო, საერთაშორისო თანამეგობრობისათვის შეჯამების სახით გაგვეცნო, თუ როგორი არაევროპული ტიპის კამპანია ჩატარდა. გამოყენებული იყო სიძულვილის ენა და სხვა ხერხები, რაც შეიძლებოდა საქართველოში დაპირისპირების საფუძველი გამხდარიყო. სინამდვილეში, ქვეყანაში დაპირისპირების საფუძველი არ არსებობს. თითქოს ჩემ წინააღმდეგ გამოიყენეს ფაქიზი თემები, რეალურად კი ეს მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ერთიანობის, თანასწორობის, თანაცხოვრების იმ პრინციპების დარღვევა, რაც აქამდე მოვიტანეთ. არავის აქვს მისი დარღვევის უფლება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
(NS)
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)