|
2018-10-22 14:40:18, 2724 ნახვა
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავამ ზურაბიშვილს 15 ათასი გადაურიცხა - ოქტომბერში შემოწირულობებმა 2 მილიონს გადააჭარბა
ოქტომბერში "ქართული ოცნების" მხარდაჭერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა შემოწირულობის სახით, 2 400 000-ზე მეტი ლარი აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ 16 ოქტომბერს რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ პრეზიდენტობის კანდიდატს 15 000 ლარი შესწირა. შემომწირველებს შორისაა კომპანია RMG Copper-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ბალანჩივაძეა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს 55 ათასი ლარი 9 ოქტომბერს შესწირა. აგრეთვე, ზურაბიშვილს შემოწირულობის სახით 50 ათასი ლარი "ქართული ოცნებიდან" გორის მაჟორიტარმა იოსებ მაკრახიძემ გადაურიცხა. მანამდე ზურაბიშვილს თბილისის მერმა კახა კალაძემ (50 ათასი ლარი) და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ძმამ შესწირეს. ყველაზე დიდი თანხა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმა შემოწირულობის გზით მიიღო 60 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე მცირე 30 თეთრია, რომელიც მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებმა ჩარიცხეს.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)