22:25 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-22 10:52:01, 1738 ნახვა

სამხედრო
კახეთის შემდეგ აქტიური რეზერვის საპილოტე პროექტი აჭარისა და გურიის რეგიონებშიც ამოქმედდა

რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი ამჯერად ბათუმში დადეს.

ბათუმში ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის დაწყება ფიცის მიღების ცერემონიალით აღინიშნა.

რეზერვისტებს სამხედრო ფიცის მიღება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიულოცეს.

დღეიდან რეზერვისტები შეიარაღებულ ძალებში 5 წლის განმავლობაში იმსახურებენ, მათი საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება.

აქტიურ რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტების შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. სტუდენტები კი, 5 წლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლდებიან.

დღესვე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის თავდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად პოლკოვნიკი მალხაზ მელქაძე და მაიორი ფრიდონ მახარაძე უწყებრივი მედლებით „სამშობლოსათვის თავდადებული“ დააჯილდოვა. ეროვნული გვარდიის 14 სამხედრო მოსამსახურეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში ღირსეულად მონაწილეობისათვის მედლები „სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისათვის“ გადაეცათ.

ღონისძიებას შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და გურიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა დაესწრო.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics