|
2018-10-17 12:47:44, 1575 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის გამგეობების მიერ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი 93%-დან 100%-მდე მერყეობს
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ათივე გამგეობის 2018 წლის საქმიანობის ცხრათვიანიანგარიში წარადგინა და გამგებლებს მადლობა გადაუხადა. მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა გამგეობების მიერ ბიუჯეტის ათვისებისა და შესრულების მაჩვენებლებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული ციფრი 93%-დან 100%-მდემერყეობს. „დედაქალაქის ათივე გამგეობისცხრათვიანი საქმიანობის მაჩვენებელი საკმაოდ შთამბეჭდავია. ყველა გამგეობას ბიუჯეტის ათვისებისა და შესრულების მაჩვენებელი 93%-დან 100%-მდემერყეობს, რისთვისაც გამგებლებსა და გამგეობებში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელსმადლობა მინდა გადავუხადო.თქვენი და თითოეული თქვენი თანამშრომლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ქალაქში სამწუხაროდ, ბევრი პრობლემა გვაქვს, რომელსაც ჩვენი მხრიდან ღირსეული პასუხი სჭირდება. შესაბამისად, ჩვენი ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომა პრინციპულად მნიშვნელოვანია. მერწმუნეთ, ამ ყველაფერს საზოგადოება ხედავს. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა რჩება, მაგრამ აქ იმიტომ ვართ, რომ ჩვენს ქალაქსვემსახუროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის გამგეობების მიერ ცხრა თვის განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებით, ჯამში, 100 მილიონზე მეტია დახარჯული. კერძოდ, დაიგო 605 425 კვადრატული მეტრი ასფალტი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 26 მილიონზე მეტი დაიხარჯა;171 მისამართზე მოეწყო და განახლდა სკვერი; სპორტული მოედნები მოეწყო და რეაბილიტირდა 159 მისამართზე; 3 მილიონ ლარზე მეტი ლარი დაიხარჯა 74 მისამართზე საყრდენი კედლების მოწყობისთვის;ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა 842 მისამართზე, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე გამოიყო. ათივე გამგეობამცხრათვიან პერიოდში, სოციალური პროგრამების მიმართულებით დაახლოებით, 43 მილიონ ლარამდე დახარჯა; გამწვანების სხვადასხვა სამუშაოებისთვის ამავე პერიოდში, გამგეობების მიერ დაიხარჯა მილიონ 200 ათას ლარზე მეტი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესის თანახმად, ცხრათვიან პერიოდში, გამგეობებმა თბილისის მასშტაბით, 775 პროექტი დააფინანსეს, რისთვისაც ჯამში, 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. რაც შეეხება ძველი ავტოფარეხების ნაცვლად დასასვენებელი სივრცეების მოწყობისსაკითხს, სხვადასხვა ადგილზე ჯამში, 221 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა და მათ ნაცვლად,ათი დასასვენებელი სივრცე მოეწყო.
(NS)
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)