13:37 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-17 09:51:52, 1485 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ყოფილი ხელისუფლების 3 მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენა

პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ყოფილი ხელისუფლების სამ მაღალჩინოსანს, ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილს და გიორგი მერებაშვილს ბრალი წაუყენა.

ამასთან, უწყებამ  სკოტლენდ-იარდის 10 წლის წინანდელი გამოძიება ეჭვქვეშ დააყენა, რომლის თანახმადაც პატარკაციშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა.

რევაზ შიუკაშვილის ადვოკატის ქეთი მირიანაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ გრძნობს. 

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ბრალი დაფუძნებულია ე.წ. "მტკიცებულებებზე," რომელიც 2007-2008 წლებში არის ჩაწერილი. აქ საუბარია გარკვეულ ჩანაწერებზე, რომლის ავთენტურობაც დიდი ეჭვის ქვეშ დგას. აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთებულია ექსპერტიზებიც სამხარაულის ეროვნულ ბიუროში 2016 წელს და რატომღაც აღნიშნული საქმე ამდენი წლის განმავლობაში პროკურატურაში თაროზე შემოდებული იყო. დღესდღეობით, როდესაც ხელისუფლებას გაუჭირდა, შემოაგდეს საქმე გარკვეული თემების გადასაფარად, დავუშვათ, რომ აღნიშნული ჩანაწერები არის ავთენტური, ამ შემთხვევაშიც ჩანაწერებში არ იკვეთება დანაშაულის გარკვეული ნიშნები, ვინაიდან ყველა იურისტმა იცის, რომ მომზადებას უნდა მოჰყვებოდეს გარკვეული ქმედებები”, - განაცხადა ადვოკატმა. 

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics