|
2018-10-10 20:24:09, 1902 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა
საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში -მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან, დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მოსახლეობასთან საუბრისას დასმული საკითხები შეაჯამა: „დღევანდელი შეხვედრები ამ რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია. აქ მთავარია, ერთობისა და თანასწორობის შენარჩუნება, ეს ქმნის ამ ქვეყნის სიძლიერეს და არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების მქონე ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ". შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მარიამ ჯაში, კახაბერ ოქრიაშვილი, თამაზ ნავერიანი, გოგი მეშველიანი, რუსლან გაჯიევი, სავალან მირზოევი, პაატა მხეიძე და გოდერძი ჩანქსელიანი დაესწრნენ.
(NS)
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)