|
2018-10-09 17:42:56, 1822 ნახვა
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი შვედეთის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა. გიორგი გახარიამ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა შვედეთის სამეფოსთან სამართალდაცვით სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს და ხაზი გაუსვეს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის მნიშვნელობას. გიორგი გახარიამ ულრიკ ტიდესრომს სამინისტროში განხორციელებული პროექტები და მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მადლობა გადაუხადა შვედეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის.
(NS)
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)