|
2018-10-04 13:18:12, 2187 ნახვა
პოლიტიკა
შსს - ნატო-საქართველოს კომისიის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი შავი ზღვის უსაფრთხოება იყო
ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს, სადაც წევრი სახელმწიფოები ალიანსის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებებს განიხილავენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსახილველ საკითხთა შორის არის ნატო-საქართველოს თანამშრომლობა. უწყების ცნობით, მინისტერიალის ფარგლებში, 3 ოქტომბერს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ალიანსის წევრებმა საქართველოსთან თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები განიხილეს. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, კომისიის განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაც, რადგან აღნიშნული საკითხი პრიორიტეტულია როგორც ნატოსთვის, ასევე, საქართველოსთვის. სტოლტენბერგის თქმით, ნატო და საქართველო საზღვაო უსაფრთხოების კუთხით აქტიურად თანამშრომლობენ. ნატოს სპეციალური დანაყოფები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვასთან ერთად, სხვადასხვა წვრთნას ატარებენ. ნატოს საზღვაო ძალები მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს საზღვაო ძალებთან. კერძოდ, სუფსის საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) აქტიურად თანამშრომლობს და ოპერატიულად ცვლის ინფორმაციას ნატო-ს საზღვაო სარდლობასთან (MARCOM).
(NS)
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)