13:53 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 13:47:11, 2101 ნახვა

ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სექტემბრის თვეში მგზავრთნაკადი 63 % გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63%-ით გაიზარდა.

სექტემბრის თვეში ქუთაისის აეროპორტი 68,061 მგზავრს მოემსახურა (2017 წლის სექტემბერი 41,732 მგზავრი).

რაც შეეხება რეისების რაოდენობას, ზრდა ამ მიმართულებითაც ფიქსირდება.  2018 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 223 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39 % მეტია.  (2017 წლის სექტემბერი 161 რეისი). 

რაც შეეხება 9 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  იანვარ-სექტემბერში 450,386 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39 %-ით მეტია. (2017 წლის 9 თვე - 325,087 მგზავრი). ზრდა ფიქსირდება შესრულებული რეისების კუთხითაც. 9 თვის განმავლობაში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში 1569 რეისი შესრულდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 20 % მეტია. (2017 წლის 9 თვე - 1303 რეისი).

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით მოლოდინი მომავალ თვეებშიც პოზიტიურია.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics