|
2018-09-28 09:51:14, 2011 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ძირეული ცვლილებებისა და რეფორმების შედეგია
პროგრესი, რომელსაც საქართველომ უკანასკნელ წლებში მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად ქვეყანაში განხორციელებული ძირეული ცვლილებებისა და რეფორმების შედეგია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასმაბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძლიერი პარლამენტი, ზეპარტიული პრეზიდენტი, დამოუკიდებელი სასამართლო და ეფექტიანი მთავრობა არის იმ ისტორიული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგი, რომელიც წარმატებით განხორციელდა და ქვეყანა ამ ცვლილებებით ევროპულ საპარლამენტო მმართველობაზე გადადის. "ჩვენთვის ქვეყნის განვითარების ამოსავალი წერტილი თავისუფალი ადამიანი და მის მიერ შექმნილი ადამიანური კაპიტალია. განათლების სფეროს ამბიციური რეფორმა, განათლების სისტემის მოდერნიზაცია კიდევ ერთი გარღვევა იქნება იმ მთავარი გამოწვევის გადასაჭრელად, რომლის წინაშეც დგას დღეს ჩემი ქვეყანა. მხოლოდ განათლებული, მოტივირებული, საკუთარ ძალებში დარწმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს პროგრესს, დაძლევს სიღარიბეს და საქართველოს ჩააყენებს განვითარებული და ინოვაციური ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიგში", - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, მცირე ზომის, მოქნილ მთავრობას აბალანსებს ძლიერი საჯარო - ინსტიტუციური კონტროლის მექანიზმები და სამოქალაქო საზოგადოება, რაც ეხმიანება მდგრადი განვითარების მიზნით გაეროს მიერ განსაზღვრული გეგმის მე-16 პუნქტის მიხედვით ჩვენ მიერ აღებულ ვალდებულებებს. "გასულ წელს საქართველოს არჩევა „ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარედ ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმების აღიარებაა და კონკრეტული შედეგების მომტანია ჩვენი საზოგადოებისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)