17:25 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 12:29:45, 2020 ნახვა

კომენტარი
იზორია: წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსებამ განაპირობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან განმარტება გააკეთა სახელმწიფო აუდიტის დასკვნის შესახებ, სადაც თავდაცვის უწყების წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდაზეა საუბარი.

ლევან იზორიას განცხადებით, წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსებამ განაპირობა.

 “მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ხარჯების მატება გარკვეულმა ობიექტურმა გარემოებებმა განაპირობა. 2017 წელს ჩვენ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვქონდა - გამოვყოფდი ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტს, რომლის ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით 400 000 ლარი შეადგინა. ამავე წელს პირველად ჩატარდა სამხრეთ-აღმოსავლეთის თავდაცვის მინისტერიალი (SEDM), რაც ასევე, დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ამან ჯამურად მოგვცა სწორედ ის განსხვავება, რაც 2016 წლის ბიუჯეტით იყო წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის განსაზღვრული", - განაცხადა მინისტრმა. 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებების დაფინანსება, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია და მომავალშიც გაგრძელდება.

„ხარჯების ზრდა ობიექტური გარემოებებითაა განპირობებული და ამას წლევანდელი წარმომადგენლობითი ხარჯებიც მოწმობს, რომელიც 10 თვის მონაცემებით გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შარშან იყო და იქნება გაცილებით ნაკლები ჯამურად, ვიდრე 2017 წელს იყო. თუ დააკვირდებით გასული 8 წლის წარმომადგენლობით ხარჯებს, ნახავთ, რომ დინამიკა არის ძალიან განსხვავებული და ეს განსხვავება განპირობებულია მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსებით“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics