|
2018-09-25 00:06:02, 2343 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ მინისტრებმა წარმატებული რეფორმებზე ისაუბრეს
საქართველო-ესტონეთის წარმატებულ თანამშრომლობასა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერაზეისაუბრეს საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. მამუკა ბახტაძემ და იური რატასმა ხაზი გაუსვეს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში ნაყოფიერ თანამშრომლობას. საქართველოსპრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ესტონეთის მნიშვნელოვანმხარდაჭერას აფასებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ესტონეთი, როგორც ერთ-ერთი წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა, ბევრი მიმართულებით საქართველოსთვისსამაგალითოა. პრემიერმა ისაუბრა მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებიც განათლების სისტემის ყველა საფეხურზე ინოვაციებისდანერგვას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას, სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და ეკოლოგიის გაჯანსაღებას გულისხმობს. მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გააქტიურებისა და საქართველო-ესტონეთს შორის პირდაპირი საჰაერომიმოსვლის პერსპექტივა. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და მთავრობის სამშვიდობოინიციატივებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესტონეთს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევიმხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)